გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სამაგიდო კომპიუტერებისა და ლეპტოპების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 50 500 ლარი გაითვალისწინა.
მერიას სურს შეიძინოს 22 სამაგიდო კომპიუტერი და 3 ლეპტოპი. უწყებაში განმარტავენ, რომ კომპიუტერების შეძენა ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების მიზნით სურთ.
“პლანშეტური კომპიუტერების მიწოდება მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის ვადაში საკუთარი ხარჯებით”, – ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.
ინფორმაციისთვის, კომპიუტერების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა გორის მერიასთან დაქვემდებარებულმა კულტურისა და ტურიზმის სააგენტომაც, რომელშიც 14 ათას ლარამდე თანხას დახარჯავს.
დატოვეთ კომენტარი