ახალი ამბები

კომპანია: „ახალბაღის” რეაბილიტაცია 2022 წლის ბოლოს დასრულდება

“ახალბაღის” რეაბილიტაციის პროცესი 2022 წლის ბოლომდე დასრულდება. ამის შესახებ, კომპანია „Award”-ის პროექტების მენეჯერმა თორნიკე ჭკადუამ განაცხადა.

ის გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ “ახალბაღის” რეაბილიტაცია 2023 წლის ზაფხულამდე ვერ დასრულდებოდა. 

“შეუფერხებლად მიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ხელშეკრულების მოქმედების ვადა არის 2023 წლის ზაფხულამდე, მაგრამ ეს გულისხმობს საგარანტიო პერიოდს, რეალურად, სამუშაოები 2022 წლის ბოლოს დასრულდება”, – განაცხადა თორნიკე ჭკადუამ.

ინფორმაციისთვის, გორის კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაციისთვის 8 950 000 ლარი იხარჯება. სამუშაოებს შპს “Award” ახორციელებს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.