ახალი ამბები

უკრაინაში დაღუპულ ერგნეთელ მებრძოლს კიევში პატივს მიაგებენ

რუსეთ – უკრაინის ომში დაღუპულ გორელ ჯარისკაცს , არკადი კასრაძეს საქართველოში გადმოსვენებამდე კიევის ერთ- ერთ ტაძარში პატივს მიაგებენ.

ეკლესიაში გაიმართება სამოქალაქო პანაშვიდი, რომელშიც მონაწილეობას ჯარისკაცები და მოქალაქეები მიიღებენ.

“არკადი ლუგანსკის ოლქში ჰყავთ მორგში და დაბომბვების გამო ამ დრომდე ვერ მოხერხდა დნეპრში გადმოსვენება, სადაც დასვენებული ჰყავთ ზაზა ბიწაძე და ალიკა ცააძე. როგორც ბიჭები მესაუბრნენ ზეგ დილამდე სამივე მათგანს კიევის ეკლესიაში დაასვენებენ, სადაც პატივს მიაგებენ იქ მყოფი ქართველი მებრძოლები და მოქალაქეები, რის შემდეგაც გამოაცილებენ სამშობლოში”, – ამბობს გიორგი კასრაძე.

არკადი კასრაძე უკვე მე-7 ქართველი მებრძოლია, რომელიც უკრაინაში რუსულ აგრესიას ემსხვერპლა. ის საბრძოლველად 2 მარტს წავიდა. კასრაძე 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეა.

დატოვეთ კომენტარი