ახალი ამბები

გორის მე-12 სკოლაში უკრაინელი მოსწავლეები მიიღეს  

გორის მე-12 სკოლაში ორი უკრაინელი მოსწავლე მიიღეს. 

პირველ და მეექვსე კლასელ უკრანელ მოსწავლეებს სკოლის ადმინისტრაცია და ბავშვები საზეიმოდ დახვდნენ. 

“ჩვენი სკოლა და სასკოლო საზოგადოება, ძალიან გახარებულები ვართ, რომ ჩვენს სკოლაში ისწავლიან უკრაინელი ბავშვები, ჩვენი სკოლა აქტიურად ეცდება, რომ მათი სოციალიზაცია და სასწავლო პროცესში ჩართვა იყოს აქტიური და მალე მოხდეს მათი ადაპტირება ამ გარემოსთან”, – განაცხადეს სკოლის ადმინისტრაციაში. 

უკრაინელ მოსწავლეებს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა მათ სკოლისა და განათლების სამინისტროს სახელით სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. 

უკრაინელი მოსწავლეები საქართველოში დაახლოებით ორი კვირის წინ ჩამოვიდნენ და გორში დარჩებიან იქამდე, სანამ უკრაინაში ვითარება არ დასტაბილურდება. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.