“ეგზერსისი“, “ლაშარის გზაზე“ და “ვარადო“, – ეს ის სამი სიმღერაა, რომელიც გორის ქალთა კამერული გუნდის რეპერტუარიდან მთვარეზე გაიგზავნება.
ინფორმაციას გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი თეონა ცირამუა ავრცელებს. მისი თქმით ნაწარმოებებთან ერთად გაიგზავნება ასევე გუნდის ისტორიაც.
“ყველაზე ჯადოსნური და მაგიური “ეგზერსისი” მთვარეზე. იოსებ კეჭაყმაძის უკვდავი მუსიკა და ჩვენი სანუკვარი ხალხური სიმღერა სამუდამოდ დაისადგურებს გალაქტიკაში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას, ყველას, ყველას, ვინც გულით იყო ჩართული ამ მართლაც უნიკალურ საქმეში”, – განაცხადა ცირამუამ.
ინფორმაციისთვის, ყველა ეს ნამუშევარი მოთავსდება კაფსულაში და მთვარეზე დაჯდება 2024 წელს.
დატოვეთ კომენტარი