ახალი ამბები

კაპანაძის გასავალი თითქმის 2-ჯერ აღემატება შემოსავალს

ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ყოფილი დირექტორის გელა კაპანაძის შემოსავალი 2021 წელს 28 432 ლარი იყო, ხოლო გასავალი თითქმის 2-ჯერ მეტი – 49 690 ლარი.

კაპანაძის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მისი შემოსავალი ხელფასებიდან 20 432 ლარია.

“ერთი წლის განმავლობაში ა(ა)იპ-ის დირექტორობიდან კაპანაძემ 16 507 ლარი მიიღო. გარდა ამისა ის დასაქმებული იყო ლექტორ-მასწავლებლად გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ჰონორარის სახით 3 925 ლარი მიიღო”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ცნობისთვის, კაპანაძემ სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზაციიდან 8 000 ლარი მიიღო.

რაც შეეხება, გასავალს – 2021 წელს გელა კაპანაძემ წინსწრებით დაფარა 2 სესხი, ჯამში 49 690 ლარის ოდენობით. კაპანაძის შემოსავალი გასულ წელს თითქმის 2-ჯერ ნაკლებია გასავალთან შედარებით.

ინფორმაციისთვის, მას შემდეგ, რაც კაპანაძემ სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტი დატოვა, ის ა(ა)იპ-ში დირექტორის თანაშემწის პოზიციას იკავებდა, თუმცა არსებული ინფორმაციით, მან ეს პოზიცია 1 თვის წინ დატოვა.

იგი კულტურის სააგენტოს 4 წლის გამავლობაში ხელმძღვანელობდა. მისი დირექტორობის პერიოდში ხდებოდა, როგორც ე.წ “ბიტკოინების საქმე”, ასევე ბუღალტრის მიერ პირად ანგარიშებზე თანხის გადარიცხვა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.