ახალი ამბები

გორში 85 წლის პენსიონერს, რომელმაც კაცი დაჭრა, სასამართლომ პატიმრობა მოუხსნა

გორში ნათესავთან ფულის სასესხებლად მისულმა 85 წლის მოხუცმა, უარის მიღების შემდეგ, კაცი ცივი იარაღით დაჭრა. საქმე გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლევან დარბაიძემ განიხილა.

“სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ 2020 წლის 21 იანვარს ბრალდებული ვ.ი მივიდა ნათესავის სამსახურში ფულის სესხების თხოვნით. უარის მიღების შემდეგ, შურისძიების მოტივით, თანნაქონი დანით ი.ი დაჭრა წინამხრის არეში”, – განმარტა დარბაიძემ.

ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა, სასამართლო პროცესები კი 2 წლის განმავლობაში გაგრძელდა. არსებული ინფორმაციით, ბრალდებული 85 წლის პენსიონერია, არის ქვრივი.

“სასამართლო პროცესებზე ბრალდებულმა არაერთხელ დაარღვია წესრიგი. არ ემორჩილებოდა მოსამართლის განკარგულებებს. მისი ქმედებები მიმართული იყო მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლისკენ, რის გამოც არაერთხელ გააძევეს სასამართლო სხდომიდან”, – აღნიშნულია საქმის მასალებში.

მოსამართლემ დაჭრის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ სცნო, თუმცა მისი ასაკიდან და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მას შეეხო ამნისტია და გათავისუფლდა სასჯელისგან. მოსამართლის გადაწყვეტილებას დაეთანხმა დაზარალებულიც.

დატოვეთ კომენტარი