გორის N10 საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგმა თამარ ჯოლბორდმა მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიიღო.
შესაბამის ბრძანებას განათლების მინისტრმა ხელი 24 მარტს მოაწერა.
“განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე სსიპ N10 საჯარო სკოლის მასწავლებელს თამარ ჯოლბორდს მიენიჭოს მენტორი მასწავლებლის სტატუსი”, – აღნიშნულია ბრძანებაში.
ინფორმაციისთვის, მენტორი მასწავლებლის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს წამყვან მასწავლებელს, რომელსაც უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა, ან საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს არანაკლებ 50%-ანი შედეგით, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული ჰქონდა დოქტორის აკადემიური ხარისხის საფუძველზე.