გვიან ღამით, გორში ჩხუბი მოხდა. რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცი ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდა.
დაპირისპირება ერთ-ერთ რესტორანში დაიწყო და შემდეგ გარეთ გაგრძელდა. ადგილზე მივიდნენ სამართალდამცავები.
” რამდენიმე პირი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდა, ცეკვის დროს მოუვიდათ რაღაც უთანხმოება და შემდეგ ჩხუბი გარეთ გაგრძელდა. დასისხლიანებული ჰქონდათ სახეები”, – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.
მომხდარზე შსს-ს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია, უცნობია დააკავეს თუ არა ვინმე.
დატოვეთ კომენტარი