“ფიზიკური დაპირისპირება არ ყოფილა” , – ასე ეხმაურებიან ჩხუბის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გორის სპორტ-სკოლის მენეჯერი ბესო გიორგაშვილი და ამავე სამსახურის თანამშრომელი თეა კეჩხუაშვილი.
კეჩხუაშვილმა ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან განაცხადა, რომ გიორგაშვილმა მისკენ გაიწია და იძულებული გახდა ხელი ეკრა მისთვის.
“კამათი იყო, ჩემსკენ გამოიწია და მე ხელი ვკარი თავს ვიცავდი”, – განაცხადა კეჩხუაშვილმა ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან.
მოგვიანებით, კეჩხუაშვილმა რადიო “მოზაიკასთან” განაცხადა, რომ ფიზიკურ შეხლა-შემოხლას ადგილი არ ჰქონია.
“არანაირი ცემა-ტყეპა არ ყოფილა. ან რანაირად უნდა მეცემა 45 წლის სპორტსმენი კაცი. ხმამაღალი საუბარი ნამდვილად იყო”, – განაცხადა კეჩხუაშვილმა.
რაც შეეხება, სპორტ-სკოლის მენეჯერს ბესო გიორგაშვილს. მისი განმარტებით, საქმესთან დაკავშირებით საუბრობდნენ, ღონისძიებაზე ხმაური იყო და კარგად ვერც გაიგო რა უნდოდა კეჩხუაშვილს.
“ფიზიკურ დაპირისპირებასაც ვერ დავარქმევთ. უბრალოდ აინტერესებდა სამსახურთან დაკავშირებით რაღაც. ღონისძიება მიმდინარეობდა და ვერც მოვიცალეთ რო ბოლომდე გვესაუბრა”, – აცხადებს გიორგაშვილი.