გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციური პარტიის “საქართველოსთვის” წევრმა მაია ბოლაშვილმა უკრაინელი ბავშვებისთვის საზაფხულო სკოლის მოწყობაზე ისაუბრა. მისი ინიციატივა საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძემ მოიწონა.
“კარგი იქნება საზაფხულო სკოლა უკრაინელი ბავშვებისთვის, რომლებიც ომის პერიოდში გორში ჩამოვიდნენ. ვითხოვ მხარდაჭერას საკრებულოსგან”, – განაცხადა ბოლაშვილმა.
ინიციატივის განსახორციელებლად მზაობა გამოთქვა საკრებულოს წევრმა და უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი სოსიაშვილმა. ინიციატივა მოიწონა დავით რაზმაძემაც.
დატოვეთ კომენტარი