9 აპრილს გორში თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართება, – ინფორმაციას ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტო ავრცელებს.
“გორის ბავშვთა და ახალგახრდობის ცენტრში გაიმართება თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმის “9 აპრილიდან 9 აპრილამდე” ჩვენება. ფილმის ჩვენების შემდეგ დამსწრე აუდიტორია გამართავს დისკუსიას. დასწრება თავისუფალია”, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფილმის ჩვენება 9 აპრილს, 16:00 საათზე დაიწყება. მისამართი: გორი სუხიშვილის ქ. N20 გორის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი.
დატოვეთ კომენტარი