ახალი ამბები

გორში სტალინის ქუჩისა და ცხინვალის გზატკეცილის რეაბილიტაცია იგეგმება 

გორში, სტალინის გამზირისა და ცხინვალის გზატკეცილის რეაბილიტაციისთვის საპროქტო დოკუმენტაციის შესადგენად მერიამ ტენდერები გამოაცხადა. 

უწყებამ აღნიშნული გზების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომსახურებისთვის ბიუჯეტიდან 120 000 ლარი გაითვალისწინა. 

სტალინის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვისთვის გათვალისწინებულია  45 000 ლარი. სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ სტალინის ქუჩის რეაბილიტაციისთვის საორიენტაციო თანხად 1 500 000 ლარია გათვალისწინებული. 

რაც შეეხება, ცხინვალის გზატკეცილს, უწყებამ აღნიშნული გზის  საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისთვის 75 000 ლარი გაითვალისწინა. რეაბილიტაციისთვის საორიენტაციო თანხად კი,  2 500 000 ლარი აქვს  გათვლილი. 

სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიებმა მომსახურების მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს. 

დატოვეთ კომენტარი