გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო კომპიუტერულ ტექნიკას ყიდულობს. სააგენტომ ამისთვის ტენდერი გამოაცხადა და 14 255 ლარი გაითვალისწინა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით სააგენტოს სურს შეიძინოს 4 ლეპტოპი, 3 სამაგიდო კომპიუტერი, 3 პრინტერი, 6 ცალი მყარი დისკი და 10 ცალი ფლეშმეხსიერების ბარათი.
სააგენტო განმარტავს, რომ აღნიშნული ტექნიკის შეძენა ტექნიკურ-მატერიალური ბაზის გაუმჯობესების მიზნით სურს.
ტენდერში შერჩეულმა კომპანიამ ტექნიკის მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 დღეში უნდა უზრუნველყოს.
დატოვეთ კომენტარი