1 იანვრიდან 3 აპრილამდე პერიოდში გორის მუნიციპალიტეტში 16 099 ტურისტი და ვიზიტორი შემოვიდა,-ინფორმაციას ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის ტურიზმისა და კულტურის სააგენტოს, ტურიზმის განყოფილება ავრცელებს.
აღნიშნული განყოფილების ცნობით, 3 თვის განმავლობაში ყველაზე მეტი სტუმარი მუნიციპალიტეტს მარტში ჰყავდა, ყველაზე ცოტა კი – თებერვალში.
ინფორმაციისთვის, გასული წლის მარტიდან 2022 წლის იანვრამდე გორის მუნიციპალიტეტს96 ათასზე მეტი ვიზიტორი და ტურისტი ეწვია.
დატოვეთ კომენტარი