ახალი ამბები

გორის საკრებულოს “ოცნების” დეპუტატები ბათუმში არიან

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები ბათუმში იმყოფებიან. არსებული ინფორმაციით, ისინი “ქართული ოცნების” ბათუმის ორგანიზაციას ეხმარებიან მიმდინარე არჩევნებთან დაკავშირებით.

ბათუმში იმყოფება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარლენ ნადირაძე, ფრაქცია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეები მიხეილ გოგინაშვილი და კობა ბერიანიძე.

“შესაძლებელია ისე წავიდნენ, შაბათი-კვირაა – მოუნდათ და წავიდნენ. თუ ვინმეა წასული თავისი ნებით წავიდნენ. “ქართული ოცნების” შტაბს ოფიციალურად არავინ გაუგზავნია” , – ამბობს თამარ მურალოვა, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.

როგორც ცნობილია, ბათუმში შუალედური არჩევნები ტარდება, სადაც ირჩევენ საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.