გარემოს ეროვნული სააგენტო გორში ჰაერის დაბინძურების დონეს დროდადრო ამოწმებს. როგორც ცნობილია, გორში ჰაერის უწყვეტი მონიტორინგი, სხვა ქალაქებისგან განსხვავებით, არ მიმდინარეობს.
გორში მომწამვლელ ნივთიერებებს შორის ჰაერში აღმოჩნდა როგორც ოზონის, ასევე აზოტის დიოქსიდის და ბენზოლის შემცველობა.
- სტალინის გამზირზე, პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან აღებული ნიმუშებში აღმოჩნდა 25 მკგ/მ3 აზოტის დიოქსიდი და 40.21 მკგ/მ3 ოზონი.
- გურამიშვილის ქუჩაზე, ახალბაღის ტერიტორიაზე ჰაერში არის ოზონის შემცველობა – 60.02მკგ/მ3-ს შემცველობით.
- სტალინის გამზირზე N20 კორპუსის მიმდებარედ ჰაერში არის აზოტის დიოქსიდის შემცველობა 2,90 მკგ/მ3-ს ოდენობით.
გარემოს ეროვნულ სააგენტოს კომბინატის დასახლებაში, სადაც ხილის გადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს, ჰაერის დაბინძურების ხარისხი არ შეუმოწმებია; ასევე, მონიტორინგის მიღმაა სადგურის, კვერნაქის და წმინდაწყლის დასახლებები.
დატოვეთ კომენტარი