“ალტინფოს” დაფუძნებული “კონსერვატიული მოძრაობის” გორის ოფისის წევრს გია კერესელიძეს მოქალაქე სასამართლოში უჩივლებს.
მიზეზი სოციალურ ქსელში გია კერესელიძის მიერ დაწერილი კომენტარია.
“ქმარი ჰყავს გეი აქტივისტი და მისი ძმაც მაგ საქმეს ემსახურება. კოლექტიური ინცესტი აქვთ ყოველდღიურად” , – აღნიშნული კომენტარი კერესელიძემ ერთ-ერთ მოქალაქეს დაუწერა.
კომენტარი მოგვიანებით, კერესელიძემ წაშალა, თუმცა მოქალაქემ “სქრინშოტი” სოციალურ ქსელში გაავრცელა.
“უფლებადამცველ ორგანიზაციას მივმართავ ამ შეურაცხყოფისთვის, ცილისწამებისთვის და ასევე, ღირსების და პატივის შელახვისთვის” , – ამბობს მოქალაქე, ვისი მისამართითაც კერესელიძემ კომენტარი დაწერა.
დატოვეთ კომენტარი