„როცა იქნება, დაიდგმება ისევ” , – საზოგადოება “სტალინელის” თავმჯდომარე გრიშა ონიანი მედიაში სტალინის ძეგლის შესყიდვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
“რად მინდა ყიდვა, სტალინის ძეგლების მეტი რა მაქვს. აგერ, მსოფლიოში უნიკალური სტალინის ძეგლი მაქვს სვანეთში. გორში კი, ქალაქის ცენტრში სტალინის ძეგლის დაბრუნებას ვითხოვ უკვე დიდიხანია, მაგრამ ვინ მისმენს? როცა იქნება, მაინც დაიდგმება” , – განაცხადა გრიშა ონიანმა.
გორის ცენტრალური მოედნიდან სტალინის ძეგლი 2010 წელს აიღეს. ძეგლი ამჟამად, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკშია განთავსებული.
დატოვეთ კომენტარი