გორელი თავისუფალი სტილის მოჭიდავე დავით გოგშელიძე, ტალინში გამართული კრისტიან პალუსალოს სახელობის ტურნირზე ვერცხლის პრიზიორი გახდა.
“გოგშელიძემ 5 შეხვედიდან 4 მოიგო და ფინალში დამარცხდა. სპორტსმენისთვის ეს პირველი საერთაშორისო შეჯიბრება იყო და სადებიუტო ტურნირზევე კვარცხლბეკზე ადგილის მოპოვება ცხადია მნიშვნელოვანია”, – ინფორმაციას Qartlisport.ge ავრცელებს
დავით გოგშელიძე მოჭიდავე გიორგი გოგშელიძის შვილია, რომელიც მამამისის დაფუძნებულ კლუბ “ჩემპიონში” ვარჯიშობს.
დატოვეთ კომენტარი