ახალი ამბები

რა თანხა დაიხარჯება სოფლის პროგრამის ფარგლებში შერჩეული პროექტებისთვის 

გორის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევა დასრულდა. გორის მერიაში ამბობენ, რომ პროექტები მოსახლეობამ სოფლის კრებების დროს, ხმათა უმრავლესობით შეარჩია. 

“112 სოფელში განსახორციელებელი პროექტები ადგილობრივებმა ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს. პრიორიტეტული პროექტების გამოვლენის მიზნით, სოფლის კრებები და კონსულტაციები თებერვალსა და მარტში ჩატარდა”, – ამბობენ გორის მერიაში. 

შეხვედრების უმრავლესობას გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდა.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თითოეულ სოფელში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების ღირებულება 10-დან 20 ათას ლარამდეა. პროგრამის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტში 1 596 000 ლარია გამოყოფილი.

სოფელბში შერჩეული პროქტების ძირითადი ნაწილი, გარეგანათებებისა და წყლის სისტემების მოწყობას ითვალისწინებს. 

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამა” საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.