ახალი ამბები

გორში “ზებრების” დახაზვას მერია აპრილიდან დაიწყებს

გორში ქვეითთა გადასასვლელები მოწყობა აპრილიდან დაიწყება.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები ქალაქის მასშტაბით ეტაპობრივად განხორციელდება.

“აპრილიდან ვგეგმავთ ე.წ ზებრა გადასასვლელების დახაზვას. სამუშაოებს მერიის შესაბამისი სამსახური ეტაპობრივად შეასრულებს”, – ამბობენ მერიაში

ინფორმაციისთვის, გორში ზებრა გადასასვლელები 3 წლის წინ მაღალი ხარისხის ცივი პლასტის და თერმოპლასტის მასალით დაიხაზა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.