ახალი ამბები

გორის მერია სოციალურად დაუცველებს ა(ა)იპ-ებში ასაქმებს

გორის მუნიციპალიტეტის მერია სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს უწყების დაქვემდებარებულ ა(ა)იპ-ებში ასაქმებს.

როგორც მერიაში განმარტავენ, დასაქმება პრემიერ-მინისტრის ინიციატივით წამოწყებული პროგრამის ფარგლებში ხდება.

“დასაქმების სააგენტოსთან მერია აქტიურად თანამშრომლობს, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით. მერიის ა(ა)იპ-ებში მიმდინარეობს დასაქმება ამ ადამიანების. ანაზღაურება არ ხდება ააიპის მიერ, დასაქმებული ადამიანების ანაზღაურება უზრუნველყოფილია პროგრამის ფარგლებში”, – განმარტავენ მერიაში.

როგორც ცნობილია, სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამაში ჩასართავად, ბენეფიციარებს შეუძლიათ მიმართონ სოციალური მომსახურების ან დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვის ცენტრებს. გორში სოციალური მომსახურების სააგენტო გელდიაშვილის ქუჩა N-3-ში მდებარეობს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.