გზის და სკვერის მოწყობის მოთხოვნით, დიცსა და ქორდში ხელმოწერები შეაგროვეს. მოსახლეობის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, სოფლების წარმომადგენლმა საკრებულოში უკვე მიმართა მუნიციპალიტეტის მერს.
დიცელები ითხოვენ, რომ საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყოს სკვერი, რადგან აღნიშნული ადგილი თავისუფალია და ბავშვებისთვის გასართობი სივრცე შეიქმნება.
“სოფელ დიცში, ე.წ ცხინვალის უბანში არსებული გზა არის სავალალო მდგომარეობაში. რთულია, როგორც ფეხით, ისე ავტომობილით გადაადგილება. აუცილებელია დაიგოს ერთ კილომენტრიანი ასფალტის საფარი, ასევე აუცილებელია გზა დაიგოს სასაფლაომდე მისასვლელ 300 მეტრიან მონაკვეთზე”, – ნათქვამია განცხადებაში.
სასაფლაომდე მისასვლელი გზის მოწესრიგებას ითხოვენ სოფელ ქორდშიც.
“სასაფლაომდე მისასვლელი გზის 200 მეტრიანი მონაკვეთი სავალალო მდგომარეობაშია, მოსახლოების თხოვნაა დაიგოს ასფალტის საფარი”, – წერია განცხადებაში.