ახალი ამბები

 „მე ვგეგმავ ჩემი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს“  – კონკურსი ახალგაზრდებისთვის

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით იწყებს კამპანიას „მე ვგეგმავ ჩემი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს“ და აცხადებს კონკურს გორის სამოქალაქო ბიუჯეტის ახალგაზრდული კლუბის წევრების შესარჩევად.

კამპანიის მიზანია თვითმართველობის საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობის სტიმულირება და სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის პოპულარიზება.

“თუ ხარ 16-29 წლის გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდა და გაქვს სურვილი ჩაერთო შენი თემის განვითარების პროცესში, გსურს მიიღო მონაწილეობა შენი ქალაქის ბიუჯეტის დაგეგმვაში, მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვისაა”, – ნათქვამია ორგანიიც განცხაებაში

​კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ ვრცელი ინფორმაცია აღნიშნულ ბმულზე მიიღონ.

დატოვეთ კომენტარი