გორიდან მელიტოპოლში გასაგზავნად პროდუქტების შეგროვება გრძელდება.
აღნუშნილის შესახებ ინფორმაცია ზაზა მეზვრიშვილმა გაავრცელა, რომელიც ერთ-ერთია იმ მოქალაქეებს შორის, რომელიც უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან ჰუმანიტარულ კამპანიებში აქტიურად ჩაერთო.
” ქალაქ მელიტოპოლში გასაგზავნად გვესაჭიროება,სასმელი და მინერალური წყალი.(ბორჯომი რუსულ კომპანიას ეკუთვნის,არ მოგვაწოდოთ). ასევე მედიკამენტები, ჰიგიენის საშუალებები, ბავშვთა კვება,პამპერსები, სურსათი და სიგარეტი. ანგარიშის და ტელეფონის ნომრები შეგიძლიათ ნახოთ სურათზე. ერთი ლარიც კი ჩარიცხული თქვენგან ჩვენს აგარიშზე, დააჩქარებს ტვირთის მიწოდებას ჩვენს მეგობრებზე”, – წერს მეზვრიშვილი.
დატოვეთ კომენტარი