გორის მუნიციპალური ტრანსპორტის ნაწილი დაზიანებულია და ამის გამო, 30 ავტობუსიდან ქალაქში მხოლოდ 26 მოძრაობს.
ტრანსპორტის სააგენტოს განმარტებით, არსებული ავტობუსების 10% რეზერვში უნდა იყოს.
“როგორც იცით, სააგენტოს ბალანსზე ირიცხება 30 ავტობუსი, საიდანაც მარშრუტებზე სამოძრაოდ გათვლილია 27 ავტობუსი, რადგან არსებული ავტობუსების 10 % უნდა იყოს რეზერვში. ამ ეტაპზე ხაზზე 26 ავტობუსი მოძრაობს. ამ დროისთვის მიმდინარეობს დაზიანებული ავტობუსების შეკეთება , პროცესი უახლოეს დღეებში დასრულდება” , – განმარტავენ ტრანსპორტის სააგენტოში.
მათივე ცნობით, ბენზინის გაძვირების მიუხედავად, სამგზავრო ტარიფი ჯერჯერობით არ შეიცვლება.
დატოვეთ კომენტარი