ახალი ამბები

როდის დაიწყება ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია გორში 

გორში, ჭავაჭავაძის ქუჩის რეაბლიტაციის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესადგენად ტენდერი ერთი თვის წინ გამოცხადდა. გორის მერიას აღნიშნულ ქუჩასთან ერთად გელდიაშვილისა და ქუთაისის ქუჩებისთვისაც გაითვალისწინა თანხა –  6`355 ლარი, თუმცა ტენდერი არ შედგა. 

გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ  ხელახალი ტენდერის გამოსაცხადებლად შესაბამისი პროცედურები უნდა გაიარონ, ამიტომ ტენდერი გამოცხადების ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია. 

” ჩვენ ტენდერი ჯერ პროექტის შესასყიდად გვქონდა გამოცხადებული, რადგან ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო, მომსახურების შესყიდვა ვერ მოხერხდა”,– ამბობენ მერიაში. 

აღსანიშნავია, რომ მერიას აღნიშნული ქუჩების რეაბილიტაციისთვის საორიენტაციო სახარჯთაღრიცხვო ღირებულებები განსაზღვრული აქვს: 

  • ქუთაისის ქუჩა რეაბილიტცია – 600 000 ლარი;
  • გელდიაშვილის ქუჩა – 400 000 ლარი; 
  • ჭავჭავაძის გამზირი (ხიდი-აღმაშენებლი)  – 1 300 000 ლარი.
დატოვეთ კომენტარი