ახალი ამბები

“ჟოზეფის მტრებს დედა ეტ*****ბათ” – კანდელაკის კომენტარი მისი ბიზნესის წინააღმდეგ დაწყებულ ბოიკოტზე 

“ჟოზეფის მტრებს დედა ეტ*****ბათ” – ეს კომენტარი მსოფლიო ჩემპიონს და გორელ ბიზნესმენს, გიორგი კანდელაკს ეკუთვნის. მისი ეს კომენტარი სოციალურ ქსელში მას შემდეგ გამოჩნდა, რაც საზოგადოების ნაწილმა მისი ბიზნესის წინააღმდეგ საპროტესტო კამპანია დაიწყო – პროტესტი კანდელაკის ტელევიზიის დირექტორად პრორუსული ორგანიზაციის “ალტინფოს” იურისტის დანიშვნა გახდა. 

“არ დახარჯო ფული გიორგი კანდელაკის რესტორანში, არ დააფინანსო რუსული პროპაგანდა!!! თუ მიდიხარ რესტორან ჟოზეფში, რანჩო ვარიანში, იცოდე რომ ხარ შენი ქვეყნის მტრის, რუსეთის მხარეს!”, – ასე იწყებოდა ბოიკოტის ტექსტი, რომელიც ფეისბუქში აქტიურად გავრცელდა. 

კამპანიის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, კანდელაკის რესტორნის ფეიჯზე სარვამარტო მხიარულების ვიდეოები გამოჩნდა, რაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, საზოგადოების კრიტიკის საგანი გახდა. 

ყველა კრიტიკას, პროტესტს და ბოიკოტის საპასუხოდ, კანდელაკის ერთ-ერთმა რესტორანმა ფეისბუქ გვერდზე მომხმარებლების მისამართით სამადლობელი პოსტი გამოაქვეყნა, რომლის ქვეშ კანდელაკმა აღნიშნული კომენტარი დაწერა.  

შეგახსენებთ, რომ გიორგი კანდელაკი აქტიურად იყო ჩართული “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წინასაარჩევნო კამპანიაში. ის გორის მუნიციპალიტეტში რამდენიმე რესტორანს, სამშენებლო კომპანიას და ტელევიზიას ფლობს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.