ახალი ამბები

სოფლებში მგზავრობის საფასური გაძვირდა 

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში მგზავრობის საფასური გაძვირდა. 

გაძვირება პირველ ეტაპზე იმ სოფლებს შეეხო, რომლებიც გორიდან შედარებით შორსაა. 

მგზავრობის ფასმა მოიმატა მეჯვრისხევში, ზერტსა და ჯარიაშენში. მოსახლეობა ამბობს, რომ მომატებული ფასების ფონზე, მგზავრობის გაძვირება მნიშვნელოვნად აისახება მათ ფინანსურ მდგომარეობაზე. 

“ყოველდღე დავდივარ მეჯვრისხევიდან გორში, მგზავრობა 1.50 ლარიდან – 2 ლარამდე გაიზარდა. გამოდის დღეში 4 ლარი მჭირდება, ამას ემატება ქალაქის ავტობუსის საფასურიც, რომლითაც ავტოსადგურამდე მივდივარ. სამწუხაროდ, ისევ გაჭირვებული ხალხის ჯიბეს დააწვება ეს ყველაფერი, ხელფასები კი ისევ მიზერული რჩება”, – ამბობს ეკა რევაზაშვილი. 

მოსახლეობის თქმით, მძიმე სოციალური ფონისა და გაზრდილი ფასების საპასუხოდ ადგილობრივმა ხელისუფლებამ შესაბამისი რეგულაციების შემუშავებაზე უნდა იზრუნოს. 

“ქვეყანაში შექმნილია ისედაც მძიმე სოციალური ფონი, მგაზვრობის გაძვირება კიდევ დამატებითი პრობლემა იქნება ჩვენთვის. სამწუხაროა, რომ ამ მხრივ არაფერს აკეთებს ჩვენი გამგეობა და არ არეგულირებს ამ ყველაფერს”, – ამბობს თორნიკე პეტრემღვდლიშვილი. 

გორის ავტოსადგურის დირექტორის თქმით, საწავავის ფასის მომატების გამო, იძულებლნი არიან მგზავრობის საფასური გაზარდონ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მუშაობას ვეღარ გააგრძელებენ. 

დატოვეთ კომენტარი