ახალი ამბები

მოსახლეობა ნიქოზი – თბილისის მატარებლის აღდგენას ითხოვს 

“ამდენი ხანია აღარ დადის ნიქოზის მატარებელი, ხალხი 10 ლარს იხდის თბილისში წასასვლეად”, – ამბობს მოსახლეობა. მათი თქმით, რამდენჯერმე მიმართეს საქართველოს რკინიგზას, თუმცა კონკრეტული პასუხი ვერ მიიღეს. 

“მე რომ  ვიკითხე, მითხრეს რომ რკინიგზა აღარ ვარგაო. დიდი შეღავათი იყო ჩვენთვის ეგ მატარებელი, მაგრამ ახლა იძულებულები ვართ ამდენი ფული გადავიხადოთ, ვის აქვს ამის საშუალება?”.

“ჯერ თქვეს კოვიდის გამო გაჩერდაო, მერე რკინიგზა არ ვარგაო. თუ ასეა, აღადგინონ მაშინ, ყოველ წელს რომ 2-3 კმ გაეკეთებინათ, აქამდე შინდისამდე იქნებოდა ასული”, – ამბობენ ადგილობრივები. 

როდის აღდგება ნიქოზი – თბილისის მიმართულებით მატარებელი, ან რატომ შეჩერდა მისი მოძრაობა, ამ კითხვებზე ინფორმაციის მიღებას რადიო “მოზაიკა”  საქართველოს რკინიგზაში შეეცადა, თუმცა საზოგადოებასთან უერთერთობის სამსახურში სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს, ასევე არ პასუხი არ გაუციათ რკინიგზის ფეისბუქის გვერდზე. 

ინფორმაციისთვის, ნიქოზი – თბილისის მატარებელი  2021 წლის მაისში გაჩერდა. მაშინ რკინიგზამ მიზეზად პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები დაასახელა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.