გორსა და კასპში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისებზე წითელი საღებავებით შეურაცხმყოფელი წარწერები გააკეთეს.
ამის ამსახველი ფოტოები შიდა ქართლის რეგიონული შტაბის ხელმძღვანელმა, ბადრი ბასიშვილმა გაავრცელა.
“მორიგი თავდასხმა გორის და კასპის ენმ -ს ოფისებზე. პუტინისტურ დაჯგუფებებს მფარველობს პოლიციის მაღალჩინოსნები. ყველას მოგეკითხებათ!”, – წერს ბასიშვილი სოციალურ ქსელში.
ინფორმაციისთვის, ცოტა ხნის წინ გორში, ენმ- ს ოფისზე რუსული წარწერებიც გააკეთეს.
დატოვეთ კომენტარი