ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა კიდევ ერთი კლასელი დაასაქმა გორის მერიაში.
გიორგი ჭონიშვილი თავდაპირველად, გორის მერის თანაშემწედ მოიაზრებოდა, თუმცა საბოლოოდ, ხინჩეგაშვილმა ის მერიაში მატერიალურ-ტექნიკური სამსახურის უფროსად დანიშნა.
გარდა ამისა, მერმა თანაშემწედ მისი ერთ-ერთი კლასელი – კახა კაკაშვილი დანიშნა.
უცნობია რა სამუშაო გამოცდილება ან/და კვალიფიკაცია აქვთ გორის მერიის ახალ თანამშრომლებს. ცნობილია, მხოლოდ ვლადიმერ ხინჩეგაშვილსა და მათ შორის არსებული ნათესაური და მეგობრული კავშირის შესახებ.
დატოვეთ კომენტარი