ახალი ამბები

გორის საფეხბურთო კლუბის დირექტორმა თანამდებობა დატოვა

ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი “გორის” დირექტორს გია ისიანს თანამდებობა დაატოვებინეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ისიანი თანამდებობიდან გორის მუნიციპალიტეტის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ბრძანების საფუძველზე გაათავისუფლეს.

ვინ დაიკავებს გორის საფეხბურთო კლუბში დირექტორის პოზიციას, ჯერჯერობით უცნობია. გორის მერიაში აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

დატოვეთ კომენტარი