ახალი ამბები

გორში, ნაციონალური მოძრაობის ოფისის კარზე რუსული წარწერები გააკეთეს 

გორში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისზე გვიან ღამით,  წითელი და შავი საღებავით გაურკვეველი წარწრები დატოვეს. პარტიის წარმომადგენლები ამაზე პასუხისმგებლობას სამართალდამცავებს აკისრებენ, კერძოდ კი – შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსსა და სუს-ს. 

“ეს არის მიზანმიმართული  მუშაობა პუტინისტური დაჯგუფებების. ე.წ ალტინფოსა და “ქართული ოცნების ერთობლივი ნამუშევარი. ამით ცდილობენ მათ მიმართ არსებული პროტესტი ჩვენზე გადმოიტანონ. იგივე მოხდა სხვა რეგიონებშიც წუხელ. ამაზე პასუხისმგებლობას ვაკისრებთ პოლიციას და სუს-ს, რომლებიც დღე და ღამე იცავენ ალტინფოს ოფისებს და სინამდვილეში რეაგირება არაფერზე აქვთ, რაც ჩვენს ქალაქში ხდება. პასუხისმგებლობას ვაკისრებთ სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელს, ილია კვაღინიძეს, რომელსაც არც აქამდე გამოუძიებია არაფერი და ახლაც მფარველობს იცავს ალტინფოს ოიფისებს”,– ამბობს ანი ბალიაშვილი, პარტიის წევრი და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი. 

დატოვეთ კომენტარი