კომპანია “ქვის წისქვილი”, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს აწარმოებს, გორში მყოფ უკრაინელებს პროდუქციას უფასოდ სთავაზობს.
აღნიშნულის შესახებ კომპანიამ განცხადება გაავრცელა:
“კომპანია “ქვის წისქვილი,, საკუთარ პროდუქციას უანგაროდ მიაწვდის ყველა იმ უკრაინელ ბავშვს, ქალს, მოხუცს, შშმ პირს, ვინც გორშია ჩამოსული უკრაინიდან, ამ საშინელი ომის თავიდან დასაღწევად. გთხოვთ, გააზიაროთ”, – წერია განცხადებაში.
მსურველებს შეუძლიათ დარეკონ მითითებულ ნომერზე: 599 85 86 17.
დატოვეთ კომენტარი