გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბსა და ბიისში უსახლკაროებისთვის კოტეჯები აშენდება. მერიამ შესაბამისი სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ტენდერი გამოაცხადა.
“კოტეჯებში ცხოვრების საშუალება სპეციალური კომისიის მიერ შერჩეულ ოჯახებს მიეცემათ” , – განმარტავენ გორის მერიაში.
უწყების მიერ გამოცხადებული ტენდერის სავარაუდო ღირებულება 68 535 ლარია. ტენდერის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოების დასასრულებლად 90-დღიანი ვადა მიეცემა.
დატოვეთ კომენტარი