ახალი ამბები

ბესტაევის დაკრძალვაზე ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არ მივიდა

გენადი ბესტაევის დაკრძალვაზე არც ადილობრივი და არც ცენტრალური ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არ მივიდა.

სამძიმარზე მივიდნენ რიგითი მოქალაქეები და სამოქალაქო აქტივისტები. როგორც ცნობილია, ბესტაევის დაკრძალვის ხარჯები გორის მერიამ დაფარა, თუმცა დარძალვაზე არ მისულა ადგილობრივი ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი. მერიის ინფორმაციით, დაკრძალვამდე სამძიმარზე იმყოფებოდა გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი.

გენადი ბესტაევი 53 წლის ასაკში ინსულტით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაიცვალა. ის ზარდიაანთკარიდან საოკუპაციო ძალებმა ე.წ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, 2019 წელს დააკავეს. მას ცხინვალის ე.წ სასამართლომ 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა მას შემდეგ, რაც ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, საოკუპაციო ძალებმა ის პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

ბესტაევი დე-ფაქტო ხელისუფლებამ პატიმრობიდან 2021 წლის 16 ნოემბერს გაათავისუფლა. იგი რამდენიმეთვიანი მკურნალობის შემდეგ, თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა.

დატოვეთ კომენტარი