გორში კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის ბაზაზე, გერმანიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, გახსნილია რეაბილიტაციის ცენტრი, რომელიც აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის სახელმწიფო პროგრამაში.
პროგრამის მიზანია ბავშვის სპეციფიკური ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება, ადაპტაციური შესაძლებლობების გაძლიერება, სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა, როგორიცაა ფიზიკური, ოკუპაციური, ქცევითი, მეტყველების და ენის თერაპია და საჭიროების შემთხვევაში ბავშვის ან მშობლის ფსიქოლოგიური დახმარება, მშობელთა განათლება და ტრენინგი.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ 0-დან 18 წლამდე ასაკის შ.შ.მ. პირებს, რომელთაც აღენიშნებათ შემდეგი დიაგნოზი (დიაგნოზების კოდები ICD-10 ის მიხედვით).
ბავშვთა ცერებრული დამბლა;
სპინური კუნთოვანი ატროფია და მასთან დაკავშირებული სინდრომები;
კუნთოვანი დისტროფია;
თანდაყოლილი მიოპათიები;
კუნთების სხვა (მათ შორის, დაუზუსტებელი) პირველადი დაზიანება;
ჰემი, პარა და ტეტრაპლეგია;
ცენტრალური ნერვული სისტემის ანთებითი და სისხლძარღვოვანი დაავადებების შედეგები;
ანთებითი პოლინეიროპათიების შედეგები;
პერიფერიული ნერვული სისტემის სამშობიარო ტრავმის შედეგები.
“პროგრამა ერთი წლის განმავლობაში მოიცავს 8 კურსს. თითოეული კურსი ითვალისწინებს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ პაციენტის საჭიროებაზე მორგებულ კომპლექსური პროცედურების განსაზღვრულ რაოდენობას (22 სეანსს). პროგრამით სარგებლობისათვის ბენეფიციარმა უნდა მიიღოს სახელმწიფოსაგან ვაუჩერი,. რომლის მისაღებად საჭიროა მიაკითხონ სოციალური მომსახურების რაიონულ განყოფილებას, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამა არ ითვალისწინებს პროგრამაში ჩართული ბენეფიციარის ტრანსპორტირებას”, – ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში
პროგრამაში მონაწილეობისთვის ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს:
დაბადების მოწმობის ასლი;
მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;
ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა #100);
მშობლის განცხადება პროგრამაში ჩართვის შესახებ;
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (3 წლიდან ასაკის ბავშვებისთვის);
არსებობის შემთხვევაში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი.