ახალი ამბები

გენადი ბესტაევს 20 თებერვალს დაკრძალავენ –  დაკრძალვის ხარჯებს გორის მერია დაფარავს

გენადი ბესტაევს სოფელ ზარდიაანთკარში  20 თებერვალს დაკრძალავენ, დაკრძალვის ხარჯერ გორის მუნიციპალიტეტის მერია დაფარავს.

“გორის მუნიციპალიტეტის მერია მწუხარებას გამოთქვამს გენადი ბესტაევის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს ამ მძიმე წუთებში ბესტაევის ახლობლებს. გარდაცვლილი ე.წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ზარდიაანთკარში ცხოვრობდა. გენადი ბესტაევის დაკრძალვის ხარჯებს გორის მუნიციპალიტეტის მერია აანაზღაურებს”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში

53 წლის გენადი ბესტაევი რამდენიმეთვიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. დე-ფაქტო ხელისუფლებამ პატიმრობიდან 2021 წლის 16 ნოემბერს გაათავისუფლა.  15 ნოემბერს გენადი ბესტაევს ციხეში ინსულტი განუვითარდა, ცხინვალის საავადმყოფოში კი მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ,დე-ფაქტო ხელისუფლებამ სწორედ ამის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის საქართველოს ხელისუფლებისთვის გადმოეცათ. ბესტაევი კლინიკაში თითქმის სამი თვის განმავლობაში მკურნალობდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.  

ინფორმაციისთვის, გენადი ბესტავი საოკუპაციო ძალებმა ზარდიაანთკარიდან 2019 წლის ნოემბერში გაიტაცეს. მას ცხინვალის სასამართლომ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და მარიხუანას გადატანის ბრალდება წაუყენა და 3 წლითა და 2 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

დატოვეთ კომენტარი