გორში იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო სახლის 1/5 ნაწილს ელექტრონულ აუქციონზე ყიდის.
სახლის საწყისი ღირებულება 440 ლარია.
“სახლში შესვლა,დათვალიერება და დასურათება ვერ მოხერხდა.სახლი ნაშენია ქვით, ბლოკითა და აგურით, გადახურულია შიფერით. კარ-ფანჯარა არის ხის. ეზოში გაშენებულია ხეივანი. სახლს მიეწოდება ბუნებრივი აირი, ელექტრო ენერგია და წყალი” , – აცხადებენ აღსრულების ბიუროში.
კერძო იპოთეკარის მოთხოვნით, აღსრულების ბიურო აუქციონზე 191.10 კვ.მ ფართობის მქონე სახლის ერთი მეხუთედს ყიდის.
დატოვეთ კომენტარი