ახალი ამბები

გორელი სამბოს მოჭიდავე საქრთველოს ჩემპიონი გახდა

გორელმა სამბოს მოჭიდავე გიორგი ინაშვილმა (58 კგ), ახალგაზრდებში საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 

საქართველოს ჩემპიონატს ჭაბუკთა და ახალგაზრდებს შორის, თბილისმა უმასპინძლა.

ინაშვილი მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი სამბოში ასაკობრივ კატეგორიაში.

აღნიშნულ ჩემპიონატზე 79 კგ-ში მესამე ადგილი კიდევ ერთმა გორელმა  გიორგი ჭიღლაძემ დაიკავა.

ორივე სპორტსმენი გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები