გორში, გელდიაშვილის, ქუთაისის და ჭავჭავაძის ქუჩებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნული ქუჩების რეაბილიტაციის საპროექტო – სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისთვის ტენდერი გამოაცხადა და აღნიშნული მომსახურებისთვის 6`355 ლარი გაითვალისწინა.
სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ პროექტის მიწოდება უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღეში.
ინფორმაციისთვის, საპროექტო ობიექტების საორიენტაციო სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შემდეგნაირად განისაზღვრა:
1.ქუთაისის ქუჩა რეაბილიტცია – 600 000 ლარი;
2. გელდიაშვილის ქუჩა – 400 000 ლარი;
3. ჭავჭავაძის გამზირი (ხიდი-აღმაშენებლი) -1 300 000 ლარი.
დატოვეთ კომენტარი