ახალი ამბები

გორის მუნიციპალიტეტში ტირძნისის და ქიწნისის საბავშვო ბაღებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისის და ქიწნისის სკოლამდელ დაწესებულებებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მერიამ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოაცხადა.

“საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის სავარაუდო სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 600 000 ლარს, თუმცა პროექტის შედგენის შემდეგ, ეს თანხა დაზუსტდება” , – აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

პროექტის შედგენის მიზნით გამოცხადებული ტენდერის სავარაუდო ღირებულება 21 000 ლარია.

დატოვეთ კომენტარი