ახალი ამბები

ერედვის მუნიციპალიტეტიდან დევნილ ოჯახებს ერთჯერად დახმარებას გაუწევენ 

2022 წლის 8 თებერვლიდან, ერედვის მუნიციპალიტეტიდან დევნილ ოჯახებს ერთჯერად დახმარებას გაუწევენ. დახმარებას მიიღებენ ისეთი ოჯახები, რომლებიც არ ცხოვრობენ დევნილთა დასახლებებში. 

“ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან დევნილ ოჯახებს, რომლებიც არ ცხოვრობენ დევნილთა დასახლებებში, ერთჯერადად ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაეწევათ ფულადი დახმარება 120 (ას ოცი) ლარის ოდენობით”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. 

ერთჯერადი ფულადი დახმარების მისაღებად განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს:

  • განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
  •  განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
  • იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
  • განმცხადებლის საბანკო ანგარიში.

განცხადების წარმოდგენა შესაძლებელია ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში, მის: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზ. N89/24 (მეორე სართული), ან ელექტრონულად შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: eredvismunicipaliteti@yahoo.com

ტელეფონის ნომერი: 598004484; 595339400.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.