ახალი ამბები

გორში „სამოქალაქო ბიუჯეტის” დაგეგმვა უკვე უკვე 16+ წლის ახალგაზრდებსაც შეუძლიათ

გორში “სამოქალაქო ბიუჯეტის” პროგრამის ფარგლებში, ინიციატივების წარმოდგენის საშუალება არასრულწლოვნებსაც მიეცათ, კერძოდ, იმ ახალგაზრდებს, რომელთაც უკვე 16 წელი შეუსრულდათ. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის მერია „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში 3 მილიონამდე ლარს დახარჯავს.

“გასული წლებისგან განსხვავებით, 2022 წლის „სამოქალაქო ბიუჯეტის“ პროგრამა ითვალისწინებს როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე კულტურული, სოციალური, სპორტული და ახალგაზრდული პროექტების დაფინანსებასაც. დაიწია ასაკობრივმა ზღვარმაც, პროგრამის მიხედვით, ინიციატივების წარმოდგენა მოქალაქეებს უკვე 16 წლიდან შეეძლოთ” , – განმარტავენ მერიაში.

მათივე ცნობით, 45 პროექტი ადგილობრივებმა 2021 წელს ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს და ინიციატივები განსახორციელებლად მერიას წარუდგინეს.

მერიაში აცხადებენ, რომ „სამოქალაქო ბიუჯეტი“ დემოკრატიული პროცესია და აძლევს მოქალაქეებს მეტ შესაძლებლობას ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და თავად გადაწყვიტონ რა არის მათ ადმინისტრაციულ ერთეულში მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და რაში გამოიყენონ საბიუჯეტო თანხები.

“პროგრამის მიზანია მუნიციპალურ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა და ადგილობრივი ბიუჯეტის მათი ინტერესების გათვალისწინებით განაწილება” , – ამბობენ მერიაში.

როგორც ცნობილია, „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში 2016 – 2021 წლებში 200 პროექტი წარმატებით განხორციელდა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.