თეა თევდორაძის ნამუშევრების გამოფენა – გაყიდვა გორში, მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, სამხატვრო სკოლაში გაიმართა.
ქართველი ხელოვნის გამოფენა დაათვალიერეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და სხვა მოქალაქეებმა.
გამოფენა – გაყიდვაში მონაწილეობა მიიღო გორის მუნიციპალიტეტის მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.
საქველმოქმედო გამოფენა – გაყიდვიდან შემოსული თანხა, ორგანიზატორების მიერ შერჩეული ექვსი მოხუცის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას მოხმარდება.
დატოვეთ კომენტარი