ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს დირექტორის მოადგილედ თეიმურაზ გელიტაშვილი დაინიშნა. ინფორმაცია სააგენტოს დირექტორმა გიორგი ბარჯაძემ დაადასტურა.
“თეიმურაზ გელიტაშვილი დაინიშნა ჩემს მოადგილედ, ნამუშევარი აქვს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში” , – განაცხადა ბარჯაძემ.
აღნიშნული პოზიცია მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც სააგენტოს დირექტორის უკვე ყოფილი მოადგილე ზურა ილურიძე გორის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელად დაინიშნა.
თეიმურაზ გელიტაშვილს მონაწილეობა აქვს მიღებული უკრაინის დედაქალაქ კიევში გამართულ მცველთა მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც გუნდთან ერთად მე-3 ადგილი დაიკავა.
დატოვეთ კომენტარი