ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ყოფილი დირექტორის გელა კაპანაძის ფინანსური მდგომარეობა ბოლო 2 წლის განმავლობაში გაუმჯობესდა.
მის მიერ 2021 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ 2020 წელს მან ხელფასის სახით 15 781 ლარი მიიღო, გარდა ამისა კაპანაძეს დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციიდან ერთ წელში 10 000 ლარი მიიღო.
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზებიდან მიღებული თანხა 2019 წელს 0 ლარი იყო. 2021 წელს შევსებულ დეკლარაციაში ისიც არის მითითებული, რომ კაპანაძემ წინსწრებით დაფარა სამომხმარებლო სესხი. მან 2020 წელს ბანკში სესხის დასაფარად 11 730 ლარი შეიტანა.
ჯამში, კაპანაძის შემოსავალი 2021 წლის დეკლარაციის მიხედვით, 25 781 ლარია, ხოლო 2020 წლის დეკლარაციის მიხედვით, 15 802 ლარი.