გორის მუნიციპალიტეტის მერიაში სახელმწიფო აუდიტი შევიდა. ისინი უწყების 2020-2021 წლების საქმიანობას სწავლობენ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურში განმარტავენ, რომ შემოწმება გეგმიურია.
“ახლახანს დაიწყო სახელმწიფო აუდიტმა გორის მერიის შემოწმება, რთულია წინასწარ იმის განსაზღვრა, როდის დასრულდება შემოწმება” , – ამბობს ტატა გამყრელიძე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.
ინფორმაციისთვის, ბოლოს სახელმწიფო აუდიტმა დასკვნა გორის მერიის მუშაობასთან დაკავშირებით 2019 წელს გამოაქვეყნა.
დატოვეთ კომენტარი